ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ელჩმა უხერხულ მდგომარეობაში ჩაიგდო თავი, თავისი სამინისტროც და შეიძლება უხერხულობის მასშტაბი უფრო დიდი იყოს” – ირაკლი კობახიძე პეტერ ფიშერზე

ელჩმა უხერხულ მდგომარეობაში ჩაიგდო თავი, თავისი სამინისტროც და შეიძლება უხერხულობის მასშტაბი უფრო დიდი იყოს – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი მამუკა ხაზარაძის ოჯახისგან სახლს ქირაობს.

“ელჩმა უხერხულ მდგომარეობაში ჩაიგდო თავისი თავი. მეტიც – უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო საკუთარი სახელმწიფო, საკუთარი საგარეო საქმეთა სამინისტრო. არ ვიცი, შეიძლება უხერხულობის მასშტაბი კიდევ უფრო დიდი იყოს, დაველოდოთ ინფორმაციას ფინანსებთან დაკავშირებით როგორ ხდებოდა ამ ხარჯების ანაზღაურება, გადასახადების გადახდა და ა.შ. ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოა, როდესაც კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ლიდერისგან ქირაობ რეზიდენციას და ამის შემდეგ გამოდიხარ ამ პოლიტიკური პარტიის გულმხურვალე მხარდაჭერად, ბუნებრივია კითხვები ერთი ორად მძაფრდება. დანარჩენზე საზოგადოება თავად იმსჯელებს.

თავისთავად, ეჭვები ძლიერდება, მათ შორის გამომდინარე იქიდან, რომ როგორც წესი, გერმანულ სტრუქტურებს ახასიათებთ მოწესრიგებულად სამართლებრივი საკითხების გავლა, ხელშეკრულებების გაფორმება, როდესაც ასეთ პირობებში იმალება ინფორმაცია თანხებთან დაკავშირებით და ამას ემატება კონკრეტული ელჩის პოლიტიკური სიმპათიები კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მიმართ, ეს ყველაფერი ამძაფრებს კითხვას ყველაფერთან დაკავშირებით“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

იტვირთბა....