“ნინო დათაშვილის წინააღმდეგ იძულებითი ფსიქიატრიული ჩარევის მიზანი ფსიქოლოგიური ზეწოლა, რეპუტაციული დაზიანება და უკანონო პატიმრობის ვადის გახანგრძლივებაა” – ამის შესახებ პარტია „დროას“ განცხადებაშია აღნიშნული.
“გარდა ამორალურობისა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, ნინო დათაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე ზეწოლა უთანაბრდება ევროკონვენციის მესამე მუხლის დარღვევას, რაც წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას გულისხმობს.
ინფორმაციის გავრცელებისთანავე პარტია „დროამ“ საქმის კურსში ჩააყენა საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები, რათა ამ ბოროტმოქმედების გამო რეჟიმს მაქსიმალურად მოუწიოს პასუხისგება.
ხვალ, 4 აგვისტოს, საღამოს 8 საათზე ვიკრიბებით თავისუფლების მოედანზე ნინო დათაშვილის მხარდასაჭერად. თავისუფლება ნინო დათაშვილს! თავისუფლება სინდისის პატიმრებს!“ – ნათქვამია „დროას“ განცხადებაში.

