სოჭში, დრონებით თავდასხმის შედეგად ნავთობის ბაზაზე ხანძარია – ხანძრის მიზეზი, სავარაუდოდ, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევების ჩამოვარდნაა.
ტელეგრამ-არხებზე კადრების მიხედვით, ცეცხლი გაუჩნდა Роснефть-Кубаньнефтепродукт-ის ნავთობის ბაზას. ხანძრის გამო სოჭის აეროპორტმა დროებით შეწყვიტა თვითმფრინავების მიღება.აღნიშნული ინფორმაცია ტელეგრამარხში კრასნოდარის მხარის გუბერნატორმა გაავრცელა.
სოჭის მერმა, ანდრეი პრუშუნინმა დაადასტურა აღნიშნული ფაქტი და განაცხადა, რომ დრონის ნამსხვრევებმა დააზიანა შენობები, რომლებიც მდებარეობს ავტოსამრეწველო კოოპერატივის ტერიტორიაზე.
“წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულები არ არიან“ – აღნიშნა მერმა და ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდა, არ გადაიღონ და არ გაავრცელონ ხანძრის ლიკვიდაციის კადრები.

