თბილისის საქალაქო სასამართლომ სოფლის განვითარების სააგენტოს ყოფილ უფროსს, თორნიკე კაპანაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
“2021-2024 წლებში, ხსენებული პროექტის ფარგლებში გამოყოფილი დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების მიზნით, ბრალდებული [თორნიკე კაპანაძე] აქტიურად იყო ჩართული ორგანიზებული ჯგუფის დანაშაულებრივ საქმიანობაში და სააგენტოს ყოფილ თანამშრომელთან და ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად სახელმწიფოს კუთვნილი დიდ ოდენობით თანხებს, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლებოდა. ამ ეტაპზე, გამოძიების მიერ დადგენილი ზიანი 800 000 ლარს აღემატება.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე, 210-ე და 362-ე მუხლებით (ორგანიზებული ჯგუფის მიერ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჯგუფურად ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება – გამოყენება და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება – გამოყენება) წარედგინა. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 10-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“- ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

