“დღეს, როდესაც თქვენ წინაშე ვდგავარ როგორც თბილისის მერობის კანდიდატი, ვფიქრობ, შემიძლია მოგცეთ ორი საერთო დაპირება ჩემს სამომავლო საქმიანობასთან დაკავშირებით: თბილისი როგორც პასუხისმგებლობა და თბილისი როგორც შესაძლებლობების ქალაქი – ესაა ის ორი მთავარი პირობა, რომლის შესრულებასაც ვპირდები თბილისელებს”- განაცხადა „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ საარჩევნო კამპანიის გახსნის ღონისძიებაზე.
„ქართულმა ოცნებამ“ კახა კალაძე თბილისის მერობის კანდიდატად მესამედ წარადგინა. კახა კალაძემ სიტყვით გამოსვლისას ბიძინა ივანიშვილს და „ქართული ოცნების“ გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა დ თქვა, რომ “ზედიზედ მესამედ თბილისის მერობის კანდიდატობა უდიდესი პასუხისმგებლობაა.“

