31 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოში 11 დაკავებული პირის სასამართლო სხდომა გაიმართა, სადაც ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, რევაზ კიკნაძის, გიორგი ტერაშვილის, ვალერი თეთრაშვილის, სერგეი კუხარჩუკისა და ირაკლი ქერაშვილის წინააღმდეგ აღძრული ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის საქმე განიხილებოდა.
აქციების დროს დაკავებული 11 პირის ადვოკატებმა, ბრალდებულებისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს მიმართეს. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა მათთვის აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული პატიმრობის შეცვლის საკითხი.
„თითოეულ ბრალდებულთან მიმართებით მტკიცებულებების განადგურების საფრთხე არ არსებობდა. იმის გათვალისწინებით რომ ბრალდებამ დაასრულოს მტკიცებულებების გამოკვლევა ეს არ არის საფუძველი რომ აღკვეთის ღონისძიება შეიცვალოს“, – თქვა მოსამართლე გალუსტაშვილმა.
მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის განცხადებით კვლავ პატიმრობაში დარჩება აქციაზე დაკავებული 11 დემონსტრანტი.

