ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“MEGOBARI აქტის დაჩქარებული წესით მიღებაზე პაუზა სამიდან ერთმა სენატორმა მოხსნა” – ალექს რაუფოღლუ

აშშ-ში მცხოვრები და სახელმწიფო დეპარტამენტში აკრედიტებული ჟურნალისტი, ალექს რაუფოღლუ “MEGOBARI” აქტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

მისივე თქმით,  სენატში “MEGOBARI” აქტის მიღებას სამი სენატორი, რენდ პოლი, მაიკ ლი და მარკუეინ მალენი აჭიანურებდა.

ალექს რაუფოღლუ  აღნიშნავს, რომ ‘MEGOBARI” აქტის მიღებაზე პაუზა სამიდან ერთმა სენატორმა მოხსნა.

MEGOBARI აქტის დაჩქარებული წესით მიღებაზე პაუზა სამიდან ერთმა სენატორმა მოხსნა” – წერს ჟურნალისტი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, სენატორები აცხადებდნენ, რომ “MEGOBARI” აქტი მთელს ერს ასანქცირებდა, რადგან ისინი ლობისტურმა ჯგუფებმა შეცდომაში შეიყვანეს.

 

იტვირთბა....