ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

„ოცნებამ” კორუფცია წარადგინა თბილისი მერობის კანდიდატად” – ტატა ხვედელიანი

“ქართულმა ოცნებამ” თბილისი მერობის კანდიდატად კახა კალაძე წარადგინა.

აღნიშნულ თემაზე „მეტრონომი” პარტია “საქართველოსთვის” პრესსამსახურს დაუკავშირდა.

როგორც “საქართველოსთვის” წევრმა, ტატა ხვედელიანმა განაცხადა, დღეს “ქართულმა ოცნებამ” კორუფცია წარადგინა თბილისი მერობის კანდიდატად.

ოცნებამ” კორუფცია წარადგინა თბილისი მერობის კანდიდატად, ჩვენ ვისაუბრეთ ამაზე, რომ კახი კალაძე გააკეთებდა ყველაფერს და იღონებდა ყველაფერს, რათა დარჩენილიყო პროცესში. სხვაგვარად იგი შეუერთდებოდა ღარიბაშვილის, ლილუაშვილის და გომელაურის რიგებს, თვალნათლივ ჩანს, რომ დღეს “ქართულმა ოცნებამ” კორუფცია წარადგინა თბილისი მერობის კანდიდატად.

ასეთივე გადაწყვეტილებები ექნება მას სხვადასხვა რეგიონებსა და ქალაქებში, იქიდან გამომდინარე, რომ “ოცნების” მთავარი მიზანი დღესდღეობით არის ის, რომ შეინარჩუნოს საკუთარი ფული და ძალაუფლება. გვაყურებინებს კლანური ბრძოლების პროცესებს და გვაყურებინებს როგორ ინაწილებენ ეს კლანები ხალხისგან მოპარულ ფულს”, – განაცხადა ტატა ხვედელიანმა.

 

 

იტვირთბა....