საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით ჟენევაში გაემგზავრა. გასულ კვირას ანუარ ელ ანუნიმ, ევროკავშირის საგარეო საქმეებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის პრესსპიკერმა, განცხადება გაავრცეელა და თქვა, რომ ევროკავშირი მტკიცედ უარყოფს და გმობს საქართველოს ხელისუფლების დეზინფორმაციასა და უსაფუძვლო ბრალდებებს საქართველოში ევროკავშირის როლთან დაკავშირებით.
შალვა პაპუაშვილმა ჟენევაში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ის ადამიანები საქართველოში, ვინც სიძულვილის ენასა და დეზინფორმაციას ავრცელებენ, უკლებლივ ყველა ევროკავშირის მიერაა დაფინანსებული.
“მოვისმინეთ ბრიუსელის პრესსპიკერის განცხადება დეზინფორმაციასთან დაკავშირებით. ბოდიში მოიხადოს ყველამ, მათ შორის, ბრიუსელში, მანამ სანამ ქართველებს დააბრალებს დეზინფორმაციას. ფაქტები დავასახელეთ მილიონი, არც ერთი არ იქნა გაბათილებული ამ პრესსპიკერის მხრიდან. სად არის პასუხები იმ კითხვებზე, რომელსაც ვსვამთ? რატო აფინანსებს ევროკავშირი ორგანიზაციებს, რომლებიც არ აღიარებენ დემოკრატიულ ინსტიტუტებს, რომლებიც არ აღიარებენ ქართველი ხალხის არჩევნებს, რომლებიც ავრცელებენ დეზინფორმაციას, სიძულვილს. ყველა ორგანიზაცია დღეს და ყველა ადამიანი საქართველოში, ვინც ავრცელებს სიძულვილის ენას, დეზინფორმაციას, ვინც არ აღიარებს დემოკრატიას, უკლებლივ ყველა დაფინანსებული არის ევროკავშირის ბიუჯეტიდან. ასე რომ აქ დგას პირდაპირ ევროკავშირის ელჩის პასუხისმგებლობა, რომელიც ამისი თანამონაწილეა” – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

