ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“სუს-ის განსაკუთრებული გააქტიურება „ნაციონალურ მოძრაობის“ მზარდ რეიტინგს უკავშირდება

სუს-ის განსაკუთრებული გააქტიურება უკავშირდება იმას, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ განსაკუთრებით ბოლო თვეებში, აქვს მზარდი რეიტინგი, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიგინგზე განაცხადა.

როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, “ნაციონალური მოძრაობა” ყველაზე ძლიერი პოლიტიკური ძალა იყო, არის და იქნება და სწორედ ამიტომაა სუს-ის მუდმივი სამიზნე.

სუსის განსაკუთრებული გააქტიურება, რა თქმა უნდა, უკავშირდება იმას, რომ ჩვენ გვაქვს მზარდი რეიტინგი, განსაკუთრებით ბოლო თვეში იმ თანმიმდევრული, პრინციპული, უკომპრომისო მოქმედებების გამო, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად ვახორციელებთ ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ.
პარტიაში სუს-ის ხელის ფათურის მცდელობის შესახებ პრეზიდენტი სააკაშვილი ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ საუბრობდა. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ მე, როგორც პარტიის თავმჯდომარე, არ დავუშვებ სუს-ის მიერ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ იმ ფილტრაციას, რომელიც მიზნად ისახავს ივანიშვილის მთავარი მოწინააღმდეგის დისკრედიტაციას და მარგინალიზაციას. „ნაციონალური მოძრაობა“ შედგა, როგორც პოლიტიკური ძალა, რომელიც წარსულის სწორი გააზრებით იხედება მხოლოდ და მხოლოდ წინ, ხვალინდელი, ნათელი, ევროპული დღისკენ. ამაში დიდი წვლილი მიუძღვით ჩვენი პარტიის ყველაზე მებრძოლ, მართალ, ღირსეულ და გამორჩეულ ბირთვს – პარტიის ახალგაზრდულ ორგანიზაციას.” – აღნიშნა ბოკუჩავამ.

იტვირთბა....