ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ფოტო-ვიდეო გადაღების აკრძალვის შემდეგ, გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესის გადასაღებად ნებართვა “იმედმა” და “პირველმა არხმა” მიიღო

“საზოგადოებრივმა მაუწყებელმა” და “იმედმა” გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესის გადაღების უფლება მიიღო მას შემდეგ, რაც 27 ივნისს ძალაში შევიდა ცვლილებები, რომლის მიხედვითაც სასამართლოში ფოტო-ვიდეო გადაღება, აუდიოჩაწერა და ტრანსლაცია აიკრძალა.

როგორც “საზმაუსა” და “იმედის” ჟურნალისტებმა განაცხადეს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში შეიტანეს განაცხადი და ნებართვა მეორე დღესვე მიიღეს. განსხვავებით სხვა მედიასაშუალებებისა, რომლებიც გადაღების ნებართვას ამ დრომდე ელოდებიან.

ცნობისთვის, ამ წუთებში თანაინვესტირების ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
ბაჩიაშვილს ბრალად წარდგენილი აქვს როგორც დიდი ოდენობით თანხის მითვისება, ისე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რომელიც 11 წლით თავისუფლების აკვეთას ითვალისწინებს.

იტვირთბა....