ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ლუკა კურტანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

ყოფილ დეპუტატს, ვეტერან მოჭიდავეს ლუკა კურტანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაიმართა.

პროკურატურა ლუკა კურტანიძისთვის პატიმრობას ითხოვდა, დაცვის მხარე კი 50 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას.

ცნობისთვის, “ოცნების” ყოფილი დეპუტატი, ლუკა კურტანიძე 27 ივლისს დააკავეს. ლუკა კურტანიძეს ბრალდება ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის, ოჯახის წევრის ნივთის განზრახ დაზიანებისა და ოჯახის წევრის მიმართ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობის მუხლით წარედგინა.

მომდევნო სხდომა 17 სექტემბერს გაიმართება.

იტვირთბა....