ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

„პარტნიორობის გაძლიერება და რეგიონული უსაფრთხოების ხელშეწყობა”- საქართველომ მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას „მტკიცე სულს“ მეთორმეტედ უმასპინძლა

25 ივლისს საქართველომ მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას „მტკიცე სულს“ (Agile Spirit) მეთორმეტედ უმასპინძლა. აღნიშნული სამხედრო სწავლება რეგიონის ორ ქვეყანაში – საქართველოსა და თურქეთში მიმდინარეობდა.

“პარტნიორობის გაძლიერება და რეგიონული უსაფრთხოების ხელშეწყობა!
ცოტა ხნის წინ, Agile Spirit 2025 წვრთნების ფარგლებში, აშშ-ის არმიის 173-ე საჰაერო-სადესანტო ბრიგადის 91-ე კავალერიის პოლკის პირველი ასეულის სამხედროებმა ქართველ კოლეგებთან ერთად კონვოირების ოპერაცია განახორციელეს.
კონვოირება სენაკის სასწავლო პოლიგონიდან ვაზიანის სასწავლო პოლიგონამდე განხორციელდა. აღნიშნული წვრთნები ნათლად ასახავს აშშ-ის ერთგულებას შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობის მიმართ, აგრეთვე მოკავშირეთა თანამშრომლობის ძალასა და მნიშვნელობას.” – წერია საქართველოში აშშ-ის განცხადებაში.

 

იტვირთბა....