ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

თალიბანმა ავღანეთში მასშტაბური ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა

თალიბანმა ავღანეთში მასშტაბური შეტევითი ოპერაციის დაწყების შესახებ განცხადება გააკეთა. ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა  Guardian ავრცლებს.

ჯიჰადისტების მტკიცებით ისინი თავდასხმებს ცალკეულ სამხედროებსა და ქალაქებზე  გეგმავენ.

თალიბების თქმით, ისინი აპირებენ მტრის პოზიციებზე მასშტაბურ თავდასხმებს, თვითმკვლელი ტერორისტების ჩართულობით ტერაქტების განხორციელებას, ასევე მოწინააღმდეგის სამხედრო პოზიციებზე შეტევას.

შეგახსენებთ, NATO ინფორმაციით დაჯგუფება თალიბანი ავღანეთის ტერიტორიის 6% აკონტროლებს.

 

იტვირთბა....