აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

“სანქციები მიმართული იყო კორუმპირებული ჩინოვნიკებისა და მოსამართლეების, ასევე იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც დემოკრატიისა და კანონის უზენაესობას ძირს უთხრიან” – სტივენ დაუთი

“2025 წელს გაერთიანებულმა სამეფომ სანქციები დაუწესა 29 პირს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, ადამიანის უფლებების დაცვის გლობალური პროგრამის ფარგლებში. მოლდოვაში პრორუსული ჯგუფებიც იყვნენ სამიზნე. სანქციები მიმართული იყო კორუმპირებული ჩინოვნიკებისა და მოსამართლეების, ასევე იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც დემოკრატიისა და კანონის უზენაესობას ძირს უთხრიან. სანქციები მართლაც ძლიერი ინსტრუმენტია უსაფრთხოებისა და კანონის უზენაესობის დასაცავად და ლონდონი გააგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას” – ამის შესახებ ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატაში საქართველოს შესახებ საგანგებო მოსმენაზე დეპუტატმა, სტივენ დაუთიმ ისაუბრა.

დიდმა ბრიტანეთმა ადამიანის უფლებების დარღვევისთვისა და დემოკრატიის ჩახშობისთვის საქართველოში მოსამართლეები და ყოფილი მაღალჩინოსნები დაასანქცირა. სანქცირებულთა სიაში არიან: ლევან მურუსიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, ვახტანგ გომელაური, ალექსანდრე დარახველიძე, სულხან თამაზაშვილი, ზვიად ხარაზიშვილი, მილერი ლაგაზაური, შალვა ბედოიძე, მირზა კეზევაძე, კოკა კაციტაძე, გიორგი გაბიტაშვილი და სხვები.

იტვირთბა....