ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თბილისის მერიასთან თვალჭრელიძის მოსახლეობა აქციას მართავს

თვალჭრელიძის ქუჩის მოსახლეობა თბილისის მერიასთან აქციას მართავს – “ყოველი მომავალი გამოსახლების წინააღმდეგ!”.

შეგახსნებთ, თვალჭრელიძის ქუჩაზე გამოსახლების პროცესი 24 ივლისს დაიწყო. როგორც მაცხოვრებლები იუწყებიან, მერიამ მათ 2-3 თვით ქირის გადახდა შესთავაზა. თუმცა, დევნილები შენობის დატოვებაზე უარს აცხადებენ, რადგან იუწყებიან, რომ შენობა ავარიული არ არის.

აღსრულების პოლიციის განმარტებით, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით, შენობას მინიჭებული აქვს მეოთხე კატეგორიის ავარიულობის ხარისხი.

იტვირთბა....