ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ტექნიკურ უნივერსიტეტში პროფესორებმა შიმშილობის გადაწყვეტილება მიიღეს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შემდეგ რექტორის გადადგომის მოთხოვნით აქციები  ტექნიკურ უნივერსიტეტში დაიწყო. აქციის მონაწილე პროფესორებმა შიმშილობის გადაწყვეტილება მიიღეს.

 

მათი მოთხოვნა არჩილ ფრანგიშვილის გადადგომაა, რადგან როგორც აცხადებენ, აკადემიურმა საბჭომ მესამე ვადით ფრანგიშვილი უკანონოდ აირჩია და  განათლების მინისტრი მფარველობს.

 

“ვაპროტესტებთ უკანონობას, რომელიც სუფევს ტექნიკურ უნივერსიტეტში. არჩევით ორგანოებში, დემოკრატიულ სახელმწიფოებში, ერთი და იგივე პიროვნების ზედიზედ სამი ვადით არჩევა არ შეიძლება. ეს კანონი ჩვენთან უხეშად დაირღვა. მესამე ვადით არის არჩეული რექტორი, მესამე ვადით არის არჩეული კანცლერი, მესამე ვადით არის არჩეული აკადემიური საბჭოს 5 წევრი,“ – განაცხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა ზაალ მიქაძემ.

 

იტვირთბა....