ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ანატოლი გიგაურის განაჩენის გამოცხადება გადაიდო

ანატოლი გიგაურის განაჩენის გამოცხადება გადაიდო.

როგორც მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, კიდევ დარჩა გარკვეული საკითხები, რაც შესასწავლია.

მოსამართლის თქმით, როდის გამოცხადდება განაჩენი, ეს მალევე გახდება ცნობილი.

მოსამართლის გადასაწყვეტილებამდე, ანატოლი გიგაურმა დარბაზში მსხდომებს მიმართა და აღნიშნა, რომ ახლა ცრემლების დრო არ არის.

“პირველი, რასაც ვაკეთებთ, ნებისმიერ გადაწყვეტილებას ხვდებით ტაშით, არავითარი ცრემლები, ბოროტებას არ მისცეთ საშუალება, რომ გაიმარჯვოს”, – თქვა გიგაურმა.

შეგახსენებთ, “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ანატოლი გიგაური პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებითაა დაკავებული და მას 4დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

იტვირთბა....