თბილისში, ახალ სპორტის სასახლესთან, სადაც ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს, მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეების თქმით, ისინი საქართველოში მიმდინარე ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატზე 25 რუსი სპორტსმენის მონაწილეობას აპროტესტებენ, რომელთაგან, მათივე ინფორმაციით, 17 სამხედროა.
აქციის მონაწილეებს ადგილზე მიტანილი აქვთ ბანერები: „ანწუხელიძის ქვეყანაში რუსები ვერ გაიმარჯვებენ“, „ანწუხელიძე უკვდავია“.

