ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

„ვგმობთ საქართველოს მიერ ევროკავშირისა და მისი ელჩის წინააღმდეგ გავრცელებულ დეზინფორმაციას“ – შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში ევროკავშირის ელჩთან, პაველ ჰერჩინსკისთან დაკავშირებით, პოსტს აქვეყნებს.

„ვგმობთ საქართველოს მიერ ევროკავშირისა და მისი ელჩის წინააღმდეგ გავრცელებულ დეზინფორმაციას“, – აღნიშნულია X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, ამ თემასთან დაკავშირებით, ასევე განცხადება გაავრცელა ევროკავშირის პრესსპიკერმა.

მისი თქმით, საქართველოში ევროკავშირის როლზე „ქართული ოცნების“ ბოლოდროინდელი განცხადებები „საზოგადოების შეცდომაში შეყვანის განზრახ მცდელობას წარმოადგენს“.

იტვირთბა....