მიხეილ ყაველაშვილმა კალათბურთის ფედერაციის წარმომადგენლები და ეროვნული ნაკრების წევრები წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენებით, ღირსების ორდენებითა და ღირსების მედლებით დააჯილდოვა.
ჯილდოები კალათბურთის ფედერაციისა და ეროვნული ნაკრების წევრებს ქვეყნის ისტორიაში პირველად კალათბურთში მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოპოვებისთვის, მსოფლიოს 16 საუკეთესო ნაკრებს შორის მოხვედრისა და კალათბურთში ევროპის ჩემპიონატზე მეექვსედ ასპარეზობის შესაძლებლობისათვის გადაეცათ.
უფრო კონკრეტულად, საქართველოსთვის მოპოვებულ გამარჯვებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, საქართველოს სახელმწიფო ჯილდო – წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი – გადაეცათ გიორგი შერმადინსა და თორნიკე შენგელიას.
საქართველოს სახელმწიფოს აღმშენებლობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილის, სპორტული მიღწევებისა და ღირსეული სამსახურისათვის, საქართველოს სახელმწიფო ჯილდო – ღირსების ორდენი – მიიღეს ვიქტორ სანიკიძეს, ლაშა გამყრელიძეს, დავით საყვარელიძეს, ვლადიმერ ბოისას, ნიკოლოზ ცქიტიშვილს, რატი ანდრონიკაშვილს, მიხეილ ბერიშვილს, ბექა ბექაურს, გოგა ბითაძეს, ბექა ბურჯანაძეს, ნიკოლოზ გაფრინდაშვილს, დავით კაკუშაძეს, გიორგი კორსანტიას, ლუკა ლიკლიკაძეს, ილია ლონდარიძეს, ლუკა მაზიაშვილს, გიორგი ოჩხიკიძეს, რევაზ როგავას, დუდა სანაძეს, სანდრო სანაძეს, გიორგი ტურძილაძეს, ალექსანდრე ფევაძეს, ოთარ ფხაკაძეს, კახაბერ ჯინჭარაძეს, ალექსანდრე ირაკლი მამუკელაშვილს, თადუს დევაინ მაქფადენს, მათე ხატიაშვილს, კამარ მალიკ ბოლდუინსა და ჯოზეფ ელიოტ (ჯუნიორ) თომასონს.
საქართველოს სახელმწიფოს აღმშენებლობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილის, სპორტული მიღწევებისა და ღირსეული სამსახურისათვის საქართველოს სახელმწიფო ჯილდო – ღირსების მედალი – გადაეცათ გივი სანაძეს, პაატა ლობჟანიძეს, თორნიკე გოგიჩაიშვილს, თეიმურაზ ხვედელიძეს, ზურაბ სულეიმანაშვილს, ბიაჯიო დი ჯორჯიო ჯიანიტოს, გიორგი ბუცხრიკიძეს, პაატა გურასპაულს, ნინო გურულს, გიორგი ზაბახიძეს, თათია მიმინოშვილს, თამარ რუაძეს, ნინო ხუციშვილს, ირაკლი პერტაიას, ლუკა წიტაიშვილს, გიორგი გაჩეჩილაძეს, ქეთევან კეკელიას, ირინა სომოვას, თათია ბაციაშვილსა და შალვა ონიანს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
„მინდა გისურვოთ წარმატება ევროპის ჩემპიონატზე. ვიცი, ხვალიდან იწყება მომზადება. მთელი საქართველო თქვენს გვერდით დგას. თქვენ მაგალითს აძლევთ ჩვენს ახალგაზრდა თაობას, ამისთვისაც მინდა მადლობა გადაგიხადოთ. მე ვიცი თუ რამხელა შრომის ხარჯზე ხდება ამ შედეგების მიღწევა და როგორი განსაკუთრებულია ჩვენთვის, ამ პატარა ქვეყნისთვის სპორტული შედეგები და ეს აისახება ნებისმიერი სფეროს განწყობაზე. დარწმუნებული ვარ, ყოველთვის მაქსიმუმს აკეთებთ, მაგრამ შეუძლებელი არაფერია და მინდა კიდევ ერთხელ გისურვოთ , რომ ევროპის ჩემპიონატზე დიდ წარმატებას მიაღწიოთ,“ – განაცხადა ყაველაშვილმა.

