თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე, 24 ივლისს, პოლიციამ 17 ადამიანი ადმინისტრაციული წესით დააკავა. გამოსახლების დროს დაკავებული მოქალაქეები ადვოკატებმა მოინახულეს. მათი თქმით, პოლიციამ დაკავებულებზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად იძალადა.
“ახალგაზრდები დააკავეს და მათზე იძალადეს. ერთი მხრივ, ამ ადამიანებზე ფსიქოლოგიური ზეწოლა მოხდა. თითქოს, მათ შეურაცხყოფას აყენებდნენ და კაცებს პრინცესებს ეძახდნენ. ასევე, მათზე ფიზიკურადაც იძალადეს. დაკავების დროს თმით ათრიეს და ფილტვებისა და მუცლის არეში რამდენჯერმე ჩაარტყეს. ერთ-ერთ დაკავებულს სასწრაფოც გამოუძახეს და საავადმყოფოში გადაჰყავდათ, მაგრამ თავად ეს პიროვნება არ გაჰყვა” – განაცხადა ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემ.
შეგახსენებთ, თვალჭრელიძის ქუჩაზე იქ მცხოვრები მოქალაქებიის გამოსახლება მიმდინარეობს, რომლებიც უარყოფენ, რომ შენობა ავარიულია და მის დატოვებაზე უარს აცხადებენ.

