ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

აშშ უკრაინას $322 მილიონის ღირებულების სამხედრო პაკეტს მიჰყიდის

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ადასტურებს, რომ დაამტკიცა შეთავაზება, რომლის მიხედვითაც უკრანას 322 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო აღჭურვილობას მიჰყიდის.

აღნიშნული პაკეტი, გახშირებული რუსული იერიშების ფონზე, უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაზრდასა და კიევის ჯავშანტექნიკიოთ უზრუნველყოფას ემსახურება.

უფრო კონკრეტულად პაკეტი მოიცავს 150 მილიონი დოლარის ღიებულების ჯავშანტექნიკას, მის მიწოდებას, მოვლასა და შეკეთებას, ხოლო მიწა-ჰაერის სარაკეტო სისტემების ღირებულება $172 მილიონს შეადგენს.

ეს ყოველივე მოჰყვა დონალდ ტრამპის მიერ რამდენიმე კვირის წინ გაკეთებულ განცხადებას, როცა მან დაადასტურა, რომ კიევს Patriot-ის ტიპის 17 სისტემას გადასცემს და ზოგადად, დადო პირობა, რომ ევროპელი პარტნიორების გავლით, უკრაინას უფრო მეტ იარაღს მიაწვდის.

“ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ. მათ [უკრაინელებს] უნდა შეეძლოთ თავის დაცვა. ისინი ახლა ძალიან ძლიერ დარტყმებს იღებენ. ჩვენ კიდევ რამდენიმე სახის იარაღს გავუგზავნით – ძირითადად თავდაცვით იარაღებს”, – განაცხადა ტრამპმა.

იტვირთბა....