ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

300 ლარის ქრთამის აღებისთვის სოფელ ორსანტიაში ზუგდიდის მერის წარმომადგენელი დააკავეს

ქალაქ ზუგდიდში, ორსანტიის ადმინისტრაციულ ერთეულში, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, 300 ლარის ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი ე.ბ დააკავა.

გამოძიებით დადგენილია, რომ ე.ბ.-მ, სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, პირადი უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ქრთამის სახით 300 ლარის აღების სანაცვლოდ, ერთ-ერთ მოქალაქეს დაუმზადა და გადასცა ხე-მცენარეების ადგილწარმოშობის ყალბი ცნობები, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება” – განაცხადა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა.

გამოძიება სისხლს სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით.

იტვირთბა....