ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება

ტაილანდსა და კამბოჯას შორის სამხედრო დაპირისპირების შედეგად, 12 ადამიანი დაიღუპა

„ბიბისის“ ცნობით, ტაილანდსა და კამბოჯას შორის სამხედრო დაპირისპირების შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა.

ტაილანდის მთავრობის განცხადებით, ორ ქვეყანას შორის საზღვრის სადავო ნაწილზე სამხედრო დაპირისპირების შედეგად, სულ მცირე, 12 ადამიანია მოკლული. მათი ცნობით, დაღუპულთა უმეტესობა მშვიდობიანი მოქალაქეა.

ტაილანდიის არმიის ინფორმაციით, არიან დაშავებულებიც. კამბოჯაში ჯერ მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ.

„ბიბისის“ ცნობით, ტაილანდსა და კამბოჯას შორის საზღვრის სადავო მონაკვეთზე დაპირისპირება 24 ივლისს დაიწყო.

ორივე მხარემ გამოიყენა სხვადასხვა ტიპის შეიარაღება, მათ შორის, არტილერია და ავიაცია.

ტაილანდმა დროებითი ჩაკეტა კამბოჯასთან საზღვარი, ხოლო კამბოჯში მთავრობამ ტაილანდთან დიპლომატიური ურთიერთობების დონე შეამცირა.

ორივე მხარემ მოუწოდა მოქალაქეებს, დატოვონ საზღვრისპირა რეგიონები. ტაილანდის ხელისუფლების ცნობით, უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 40 000 ადამიანი. მხარეები მრავალწლიანი კონფლიქტის მიმდინარე ესკალაციაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

იტვირთბა....