ვაშინგტონში მომუშავე ჟურნალისტის, ალექს რაუფოღლუს ცნობით, MEGOBARI აქტის მიღებას სამი სენატორი აფერხებს.
რაუფოღლუს თქმით, ესენი არიან მარკვეინ მალინი, მაიკ ლი და რენ პოლი.
აღნიშნულ თემაზე “მეტრონომი” “კოალიცია-ცვლილებისთვის” წევრს, გიორგი ბუტიკაშვილს დაუკავშირდა.
როგორც გიორგი ბუტიკაშვილმა განმარტა, MEGOBARI ACT-ი კანონად რომ იქცეს და შემდეგ ტრამპმა მოაწეროს ხელი, მნიშვნელოვანია, რომ ყველა სენატორი თანახმა იყოს.
“ეს სამი სენატორი, ვინც წინააღმდეგია, არ არის დაბრკოლება, ეს გადალახვადია. პროცედურულად განხილვა გადაიდო ჯერ ისრაელის ამბების გამო და შემდეგ უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების გამო, შესაბამისად სასესიო პერიოდი უკვე დასრულებულია და განახლდება სექტემბერში. ცხადია, ვაგრძელებთ ამ თემაზე მუშაობას, მათ შორის აღნიშნულ სამ სენატორთანაც.
MEGOBARI AC-ი კანონად რომ იქცეს და შემდეგ ტრამპმა მოაწეროს ხელი, მნიშვნელოვანია, რომ ყველა სენატორი თანახმა იყოს. როგორც ევროკავშირში ორბანი და ფიცო ქმნის პრობლემას, ასევე გაჩნდა ამერიკის შემთხვევაშიც, თუმცა ეს იმდენად მოუგვარებელი არ არის, რამდენადაც ევროკავშირის შემთხვევაში.
ამ თემაზე მუშაობა დაწყებული გვაქვს და ჩვენი დასავლელი მეგობრები ჰელსინკის კომისიიდან აქტიურად გვეხმარებიან.” – განაცხადა ბუტიკაშვილმა.

