ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ღრმად შეშფოთებული ვარ „ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ ოპოზიციური ხმების, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მიმართ მზარდი რეპრესიებით” _ სტივენ დაუთი

საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, ბრიტანელმა დეპუტატმა, ვენდი მორტონმა, ევროპის საკითხებში გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრს, სტივენ დაუთს ჰკითხა – გადადგამს თუ არა მისი [დაუთის] დეპარტამენტი ნაბიჯებს საქართველოში (ა) გამოხატვის თავისუფლებისა და (ბ) სამოქალაქო საზოგადოების მხარდასაჭერად.

ამის პასუხად, სტივენ დაუთიმ განაცხადა, რომ მან არაერთხელ გააკრიტიკა რეპრესიული კანონმდებლობა და მოუწოდებს “ქართულ ოცნებას”, შეცვალოს კურსი, რათა მოლაპარაკება შეძლოს საქართველოს მომავლით დაინტერესებულ ყველა მხარესთან.

ღრმად შეშფოთებული ვარ „ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ ოპოზიციური ხმების, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მიმართ მზარდი რეპრესიებით. 11 ივლისს, ევროპელ პარტნიორებთან კოორდინაციით, საგარეო საქმეთა მინისტრმა დაგმო ოპოზიციური პოლიტიკოსების პოლიტიკურად მოტივირებული დაკავებები. მე არაერთხელ გავაკრიტიკე რეპრესიული კანონმდებლობა, რომელიც მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოებისა და მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს. ჩვენ შევასუსტეთ ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობა და განვიხილავთ ყველა სხვა ხელმისაწვდომ ვარიანტს. ჩვენ მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, შეცვალოს კურსი და ჩაერთოს ინკლუზიურ ეროვნულ დიალოგში საქართველოს მომავლით ყველა დაინტერესებულ მხარესთან“ – აცხადებს სტივენ დაუთი.

იტვირთბა....