ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

საპარლამენტო უმცირესობა ხელისუფლებას კვირიკაშვილზე საარჩევნო კოდექსის მორგებაში ადანაშაულებს

„აქ პერსონებზე არ ვლაპარაკობთ, ჩვენ ვლაპარაკობთ ინსტიტუტზე, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნეს არჩევნებში და შეიქმნას არათანაბარი გარემო“ – ამის შესახებ „ეროვნული ფორუმის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანი მიროტაძემ განაცხადა.

საუბარია მმართველი გუნდის მიერ მომზადებულ კანონპროექტზე, რომლის მიხედვითაც პრემიერ-მინისტრს უფლება ექნება იყოს საარჩევნო სიაში და ამავე დროს შეინარჩუნოს თანამდებობა.

საარჩევნო კოდექსში დაგეგმილ ახალ ცვლილებზე მსჯელობა დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მიმდინარეობდა. მმართველ კოალიციაში განმარტავენ, რომ ცვლილება ქვეყანას თავიდან ააცილებს სამთავრობო პრობლემებს. საპარლამენტო უმცირესობა კი ხელისუფლებას გიორგი კვირკაშვილზე საარჩევნო კოდექსის მორგებაში ადანაშაულებს.

„ეროვნული ფორუმის“ ერთ-ერთი ლიდერის, ანი მიროტაძის თქმით, ის პატივს სცემს კვირიკაშვილს, როგორც პიროვნებას, თუმცა შესაძლოა პრემიერის ინსტიტუტი გამოყენებულ იქნეს არჩევნებში და შეიქმნას არათანაბარი გარემო.

„პირადად გიორგი კვირიკაშვილს, მის პერსონას ძალიან დიდ პატივს ვცემ და მიმაჩნია, რომ ის უნდა იყოს წარმოდგენილი ზოგადად, ქართულ პოლიტიკურ სივრცეში, მაგრამ აქ პერსონებზე არ ვლაპარაკობთ, ჩვენ ვლაპარაკობთ ინსტიტუტზე, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნეს არჩევნებში და შეიქმნას არათანაბარი გარემო“ – განაცხადა ანი მიროტაძემ.

რესპუბლიკური პარტიის წევრს ვახტანგ ხმალაძეს კი, მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი პრემიერი იმ პარტიის ლიდერია, რომელიც საპარლამენტო არჩევნების დროს რესპუბლიკური პარტიის კონკურენტი იქნება,  მიაჩნია, რომ ეს მიდგომა სწორი იქნება.

იტვირთბა....