ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ქართული ოცნება” ცდილობს, თავისუფალი მედიის ჩახშობით თავიანთი კორუფცია და ქართველი ხალხის წინააღმდეგ დანაშაულები დამალოს” -აშშ-ის ჰელსინკის კომისია

ქართული ოცნება ცდილობს, თავისუფალი მედიის ჩახშობით თავიანთი კორუფცია და ქართველი ხალხის წინააღმდეგ დანაშაულები დამალოს. მათ ჟურნალისტ მზია ამაღლობელის გაჩუმება სცადეს, რომელიც პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით წინასწარ პატიმრობაში იანვრიდან იმყოფება” – ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის განცხადებაშია ნათქვამი.

შეგახსენებთ, ჟურნალისტი მზია ამაღლობელი ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმის ბრალდებით 11 იანვარს დააკავეს და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აშშ-ს ჰელსინკის კომისია მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ “ქართული ოცნება” ქართველი ხალხის წინააღმდეგ დანაშაულების დამალვას თავისუფალი მედიის ჩახშობით ცდილობს.

იტვირთბა....