მზია ამაღლობელის საქმეზე კვლევის ეტაპი დასრულდა, პროკურატურამ სასამართლოს საქმესთან დაკავშირებით დასკვნითი სიტყვა წარუდგინა.
საქმის პროკურორმა სხდომაზე ისაუბრა მზია ამაღლობელის თავადაპირველი – ადმინისტრაციულ საქმეზე – დაკავების დეტალებზე. მისი თქმით, მზია ამაღლობელის ფაქტობრივი დამკავებლები არიან – ბერდია ფერაძე და გიორგი ბჟალავა, ხოლო გრიგოლ ბესელია დამკავებელი ვერ იქნება, რადგან დაკავების გადაწყვეტილება მას არ მიუღია.
“ჩვენი მიზანი იყო ქალბატონ მზიასგან მიგვეღო დეტალური ინფორმაცია, რასაც კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა. პატიმრობიდან მალევე ქალბატონმა მზიამ შიმშილობა გამოაცხადა, წარმოუდგენელი იყო იმ პერიოდში საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება….კონკრეტულად, ჩადენის მოტივი გვაინტერესებდა. სიწითლე არის დაზიანების ობიექტი.
პოლიციელი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებს, ქალაბატონ მზიას ეკითხება პასუხს და სცემს სწორედ სამსახურეობრივი საქმიანობიდან გამომდინარე, ქალბატონი მზია დაკავებულებებზე განმარტებებს ითხოვს, რაც ვიდეო მასალაში ჩანს, შედის კომუნიკაციაში… ის ესაუბრება პასუხისმგებელ პირს. ცალსახაა, რომ ეს ქმედება – ჩამოქაჩვა და დარტყმა ხორციელდება. ბრალდებულმა ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ ეს იყო თავკერძა კომუნიკაციაზე იმპულსური რეაქცია…
ჩვენ მოვისმინეთ მოწმეთა ჩვენებები. სასამართლო ეყრდნობა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. ბრალდებული ჩვენებაში აქციაში მისვლის მიზეზს ხსნის, ციალა ქათამაძის და სხვა დაკავებულების სოლიდარობის მიზნით მივიდა.
სახეში დარტყმა არის ძალადობრივი ქმედება.
მოცემულ შემთხვევაში ძალადობრივი ქმედება განხორციელდა. ქალბატონ მზიას ადგილზე რომ მამაკაცი ყოფილიყო და გაშლილო ხელი დაერტყა პოლიციელისთვის… მოცემულ შემთხვევაში გამოვლენილია ბრალდების ქმედება. ქმედება უშუალოდ ჯანმრთელობის ხელყოფისკენ იყოს მიმართული, ამას შესაძლოა მნიშვნელობა მიენიჭოს სასჯელის დანიშვნის დროს.
ცალსახად სახეზე არის პოლიციელზე სამსახურეობრივი საქმიანობისას თავდასხმის ფაქტი. ყველა პოლიციელი სამსახურეობრივ საქმიანობს ასრულებდა აღნიშნულ აქციაზე. მიგვაჩნია, რომ ცალსაცად არის თავდასხმა.
ნამდვილად მნიშვენლოვანია ჟურნალისტიკა და პატივისცემას გამოვხატავ ამ პროფესიის მიმართ.
უტყუარად არის დადასტურებული წარდგენილი ბრალდება, ასევე, ბოლოს მინდა ვთქვა, რომ რაც საქმის განხილვა მიმდინარეობს, არცერთხელ დაცვის მხარეს არ მოუმართავს საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე, მიუხედავად ჩვენ მზადყოფნას გამოვხატავთ, რომ ეს საკითხი აქტიურად განვიხილოთ”-აცხადებს პროკურორი თორნიკე გოგეშვილი.

