“ჩვენ უკვე ვხედავთ თვეების განმავლობაში, რეჟიმი და რეჟიმის სასამართლო არ აძლევს ეუთო/ოდირს იმის შესაძლებლობას, რომ მისმა წარმომადგენლობამ დაკვირვება და მონიტორინგი განახორციელოს სასამართლო სხდომებზე. დღეს, ჩვენ ვხედავთ, რომ დღესაც 11 პოლიტპატიმრის სასამართლოზე, პოლიტპატიმრების ადვოკატებმა მოითხოვეს ეუთო/ოდირის წარმომადგენელების დასწრება, ხოლო ეს უსამართლო სასამართლო ამის საშუალებას არ აძლევს,” – განაცხადა თენგო თევზაძემ “კოალიცია – ცვლილებისთვის” გამართულ ბრიფინგზე.
აღნიშნულ თემას ასევე გამოეხმაურა იურისტი გიორგი ბურჯანაძე. როგორც ის წერს, პოლიტიკური პატიმრების საქმეებზე ეუთო/ოდირი სალომე ზურაბიშვილმა 2024 წლის დეკემბერში მოიწვია, თუმცა “ქართული ოცნება” ეუთო/ოდირს არ აძლევს მონიტორინგის განხორციელებისთვის საჭირო თანხმობას.

