მოსკოვზე დრონებით შეტევა იყო. უკრაინული დრონების ნამსხვრევების ჩამოცვენამ ერთ-ერთ სახლში ხანძარი გამოიწვია.
როგორც მოსკოვის მერი, სერგეი სობიანინი სოციალურ ქსელში წერს, nამსხვრევების ჩამოცვენის ადგილზე სპეციალისტები მუშაობენ.
უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის გამო დროებით დახურეს მოსკოვის შერემეტიევოს, ვნუკოვოს, დომოდედოვოს და ჟუკოვსკის აეროპორტები.
დრონებით შეტევის შესახებ ცნობები 20 ივლისაც გავრცელდა.
რუსეთის ხელისუფლების თანახმად, 21 ივლისს უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო როსტოვის ოლქზეც, რის შედეგადაც დაზიანდა დასახლებულ პუნქტ კამენოლომნიში მდებარე რკინიგზის სადგური.

