ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ვიეტნამში ტურისტული ნავის ჩაძირვის შედეგად სულ მცირე 38 ადამიანი დაიღუპა

ვიეტნამში ტურისტული ნავი ჩაიძირა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 38 ადამიანი დაიღუპა. შვიდი კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ბორტზე მყოფი ყველა ტურისტი ვიეტნამელი გახლდათ, მათ შორის რამდენიმე ბავშვი იყო.

სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში ათობით მაშველი, სანაპირო დაცვისა და პოლიციის თანამშრომლები, ასევე პროფესიონალი მყვინთავები მონაწილეობენ.

იტვირთბა....