ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

Freedom House-ის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში დემოკრატიის დონე გაუმჯობესდა

საქართველოში დემოკრატიის დონე შარშანდელთან შედარებით 4,64 პუნქტიდან 4,61 პუნქტამდე გაუმჯობესდა. ამის შესახებ საუბარია Freedom House-ის ანგარიშში სახელწოდებით „ქვეყნები გარდამავალ პერიოდში 2016″.

“სამართლებრივი პროცესების პოლიტიზირების მიუხედავად, მართმსაჯულების სისტემა საქართველოში დღითიდღე ვითარდება. ამ პროცესიის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები იქნება.”-ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, შარშანდელთან შედარებით არ შეცვლილა, ანუ არ გაუმჯობესებულა და არ გაუარესებულა მდგომარეობა ისეთ სფეროებში, როგორიცაა ეროვნული დემოკრატიული მმართველობა (5,50 პუნქტი), საარჩევნო პროცესი ( 4,50 პუნქტი), სამოქალაქო საზოგადოება (3,75 პუნქტი), დამოუკიდებელი მედია (4.00 პუნქტი), ადგილობრივი დემორკატიული მმართველობა (5,25 პუქნტი), კორუფცია (4,50 პუქნტი).   ერთადერთი ცვლილება მოხდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის კუთხით და აქ, შარშანდელთან შედარებით მაჩვენებელი 5.00 პუნქტიდან 4.75 პუნქტამდე გაუმჯობესდა.

ანგარიშის ავტორები დადებითად აფასებენ, რომ 2015 წელს საქართველოში შეინიშნებოდა მეტი პოლიტიკური პლურალიზმი, ასევე შენელდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო დევნის პროცესი. თუმცა, იყო სტაგნაციის ნიშნები სხვა, განსაკუთრებით მედიის თავისუფლების სფეროში.

იტვირთბა....