ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

სირიის პრეზიდენტის განცხადებით, სუვეიდას პროვინციაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა

სირიის პრეზიდენტის, აჰმედ ალ-შარაას განცხადებით,სუვეიდას პროვინციაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა.

„სირიის სახელმწიფო ქვეყანაში მყოფი უმცირესობების დაცვის ერთგულია და მზად არის ყველა დამრღვევს პასუხისმგებლობა დააკისროს“, – თქვა მან.

შეგახსენებთ, უკანასკნელი ერთი კვირის განმავლობაში სირიის ქალაქ სუვეიდასა და მის შემოგარენში დრუზებსა და ბედუინ მებრძოლებს შორის შეტაკებები მიმდინარეობდა. მოგვიანებით შეტაკებების შესაჩერებლად სუვეიდაში სირიის სამთავრობო ძალები შევიდნენ, თუმცა ისრაელმა განაცხადა, რომ სირიის სამთავრობო ძალები დრუზების წინააღმდეგ თავდასხმებს ახორციელებდნენ. სუვეიდაში განვითარებული მოვლენების ფონზე და დრუზების დაცვის მიზნით ისრაელმა ოთხშაბათს სირიაში საჰაერო დარტყმები განახორციელა.

დღეს, თურქეთში აშშ-ის ელჩმა, ტომ ბარაკმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა.

იტვირთბა....