ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ესტონეთმა კიდევ 19 ქართველ მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ ხელი მოაწერა გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც კიდევ 19 ქართველ მაღალჩინოსანს სანქციები დაეწესათ.

სანქცირებულთა სიას შეემატნენ: იუსტიციის მინისტრი, გენერალურ პროკურორი, პარლამენტის წევრები, პროკურორები და მოსამართლეები.

სანქცირებულთა სრული სია:

1. ნინო გალუსტაშვილი
2. გიორგი გვარაკიძე
3. ალუდა ღუდაშაური
4. ილია ინჯია
5. ირაკლი ქადაგიშვილი
6. ანი ხუბეჯაშვილი
7. მარიამ ლაშხი
8. გურამ მაჭარაშვილი
9. მარი მეშველიანი
10. ვიქტორ მეტრეველი
11. ჯვებენაჭყებია
12. ნინო სახელაშვილი
13. პაატა სალია
14. თენგიზ შარმანაშვილი
15. ირაკლი შვანგირაძე
16. სოზარ სუბარი
17. ალექსანდრე ტაბატაძე
18. სულხან თამაზაშვილი
19. ნათია ტატიაშვილი

„ეს პირები პირდაპირ ან ირიბად არიან პასუხისმგებელნი მშვიდობიანი მომიტინგეების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების დევნაზე. საქართველოს ხელისუფლების მიერ გამოყენებული ძალადობა, პოლიტიზებულ სასამართლო პროცესები და მომიტინგეებისა და ოპოზიციური პოლიტიკოსების მიმართ არაპროპორციული სასჯელები, ეწინააღმდეგება დემოკრატიის ძირითად ღირებულებებსა და საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებულ პირობებს.

ჯამში, ესტონეთმა სანქციები 102 ქართველ ოფიციალურ პირს დაუწესა.

იტვირთბა....