დღეს ირაკლი კობახიძემ გამართა ბრიფინგი, სადაც საზოგადოებას „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადება გააცნო.
აღნიშნული გამოსვლის შეფასების მიზნით, „მეტრონომი“ „გირჩის“ ლიდერს, იაგო ხვიჩიას დაუკავშირდა.
„ქართული ოცნების“ შემთხვევაში ყველაფერი თავისთავად გასაგებია. ისინი ცდილობენ, რომ ყველასთან საქმე გაგვიფუჭონ ამ სამყაროში. მაშინ, როდესაც ჩვენს რეგიონში საყურადღებო პოლიტიკური პროცესები მიმდინარეობს და სხვა შესაძლებლობები ჩნდება, „ოცნება“ დაკავებულია ისეთი საქმიანობით, რომელიც ქვეყანას ძირს უთხრის.
ამის მაგალითია კობახიძის დღევანდელი ბრიფინგით, სადაც ის პირდაპირ აკრიტიკებს ევროპასაც და ამერიკასაც. ის პოზიციონირება, რაც „ოცნებას“ დასავლეთის ნაწილში უკავია, მგონი ცხადია რაზეც მეტყველებს და საითკენაც მივყავართ.
კობახიძეს თავისი ვერსია აქვს საქართველოს შესახებ, რომელიც როგორც ჩემთვის, ასევე საქართველოს მოსახლეობისთვისაც მიუღებელია.
მის ბრიფინგზე ახალი არაფერი მომისმენია. ისინი როგორც მანამდე, კვლავ მკაფიოდ ემიჯნებიან დასავლეთს და მის ღირებულებებს.
ფაქტია, რომ „ქართული ოცნების“ დამსახურებით, საერთოდ არ ვიცით, რა ვითარებაში ვიმყოფებით. ბლოკირებულია ალტერნატიული საქართველოს ყველა ვერსია, გარდა კობახიძის ვერსიისა.
ამასთან, ალტერნატიული საქართველოს ვერსია ასევე იკრძალება ოპოზიციურ ველზე. ამას, უპირველესად, აკეთებს „ლელო“, ხოლო „ნაციონალური მოძრაობა“ ყოველთვის აკეთებდა.
ვფიქრობ, „ოცნებას“ მოსყიდული ჰყავს ოპოზიციაში ხალხი, რომლებიც მას ეხმარებიან ოპოზიციის შიგნით დაბნეულობის შეტანაში.
ამის ახლა უფრო დამაჯერებლად თქმის საშუალებას მაძლევს კობახიძის განცხადება“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ „მეტრონომთან“ ინტერვიუში.
„ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს დღევანდელი განცხადების სრული ტექსტი იხილეთ ბმულზე.

