ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი, მე-18 პაკეტი დაამტკიცა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი, მე-18 პაკეტი დაამტკიცა.

გადაწყვეტილება დღეს, 18 ივლისს ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა გამოაცხადა.

კალასმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ეს არის რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი პაკეტი.

სანქციების მე-18 პაკეტს გამოეხმაურა ბ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, კიასტუტის ბუდრისი, რომელმაც ფლატფორმა X-ზე დაწერა, რომ რუსეთის წინააღდეგ ევროკავშირის სანქციების მე-18 პაკეტს მწვანე შუქი აენთო.

“ჩრდილოვანი ფლოტის 100-ზე მეტ გემზე, 22 რუსულ ბანკზე დამატებითი სანქციებით, „ჩრდილოეთის ნაკადი 1“-ისა და 2-ის აკრძალვით და ნავთობის ფასების ლიმიტის შემცირებით, ჩვენ ვუზრუნველყოფთ, რომ რუსეთმა გააგრძელოს სისხლიანი ფულის ამოწურვის გზა“, – წერს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი.” – წერს ბუდრისი.

სანქციების მე-18 პაკეტი ასევე ეხება ჩინურ ბანკებსაც, რომლებიც რუსეთს ეხმარებიან უკვე არსებული სანქციებისთვის გვერდის ავლაში.

იტვირთბა....