ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„საკმარისი დრო გავიდა“: მთავარი პროკურორი შესაძლოა პარლამენტში დაიბარონ

შესაძლოა უახლოეს პერიოდში მთავარი პროკურორი პარლამენტში დაიბარონ. განცხადება ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, გედევან ფოფხაძემ გააკეთა. მისი თქმით, შესაძლოა შეხვედრა მთავარ პროკურორთან „ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის“ დახურულ სხდომაზე მოხდეს.

„გარკვეული ფორმატი უნდა გაჩნდეს თუ როგორ შეიძლება საზოგადებამ ინფორმაცია მიიღოს იმ პროცესთან დაკავშირებით, რომ თავისთავად პროცესის მიმართ ნდობა ამაღლდეს. როდესაც ისინი თვითონ იქნებიან მზად, რომ ინფორმაციის ნაწილი გაასაჯაროონ დახურულ ფორმატში, ალბათ ესეთი შეხვედრა მიზანშეწონილი იქნება. ერთ-ერთი ფორმატი საკომიტეტო მოსმენაა და ადამიანის უფლებების და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი ამ თვალსაზრისით საკმაოდ ადექვატურია“ – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

მთავარი პროკურორის პარლამენტში მისვლის მოთხოვნას რამდნიმე დღეში ბიუროს სხდომაზე შეიტანენ თავისუფალი დემოკრატები.

„პასუხისმგებლობა ყველა იმ შემთხვევებზე, რომელიც დაკავშირებულია პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონო მოპოვებასთან თუ მათ გავრცელებასთან, პასუხისმგებლობა სახელმწიფომ თავად დაიტოვა. გავიდა საკმარისი დრო და ჩვენ დავაყენებთ უახლოეს მომავალში პროკურორის მოწვევის საკითხს“ – განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ მდივანმა  შალვა შავგულიძემ.

შოთაძის მხრიდან დეპუტატების კითხვებზე პასუხის გაცემას აუცილებლად მიიჩნევენ უმცირესობაშიც.

 

იტვირთბა....