თუ ასე დადგება საკითხი ან მშვიდობა და სტაბილურობა, ან ვიზალიბერალიზაცია, რა თქმა უნდა, ჩვენ უპირატესობას მივანიჭებთ მშვიდობას და სტაბილურობას, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
“ვიზალიბერალიზაციის გაუქმება ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეს დასჭირდება ვიზა იმისათვის, რომ გაემგზავროს ევროპაში. რაც შეეხება მშვიდობა, სტაბილურობა, ოჯახური ღირებულებები ეს არის ეგზისტენციური საკითხები. ევროპაში წახვალ ვიზით თუ უვიზოდ, ეს არაა ეგზისტენციური საკითხი. როცა ეგზისტენციური უპირისპირდება არაეგზისტენციურ საკითხს, შენ უნდა აირჩიო ეგზისტენციური[…]
როდესაც გვეუბნებიან, რომ შენ არ უნდა მიიღო კანონი, რომელიც უცხო ძალებს უზღუდავს ქვეყანაში რევოლუციის მოწყობას ეს, რა თქმა უნდა, მაგას ნიშნავს, რომ შენ გემუქრებიან ჯერ სტაბილურობის, შემდეგ მშვიდობის დაკარგვით. თუ ასე დადგება საკითხი ან მშვიდობა და სტაბილურობა, ან ვიზალიბერალიზაცია, რა თქმა უნდა, ჩვენ უპირატესობას მივანიჭებთ მშვიდობას და სტაბილურობას.” – განაცხადა კობახიძემ.

