სახალხო დამცველის განცხადებით, 27 ივნისს, 11 და 16 ივლისს ნინო დათაშვილი მოინახულეს.
როგორც ომბუდსმენი აღნიშნავს, დათაშვილმა სახალხო დამცველის რწმუნებულებს სთხოვა, მის მის შესახებ მიწოდებული ინფორმაცია არ გამხდარიყო საჯარო.
ნინო დათაშვილთან საუბრის შემდეგ, სახალხო დამცველის აპარატმა რეაგირების მიზნით, საქართველოს გენერალურ პროკურატურას, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტს მიმართა.
შეგახსენებთ, ნინო დათაშვილი სამოქალაქო განათლების მასწავლებელია. მას ბრალი აქვს წარდგენილი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმის მუხლით. დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

