ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება

ვოლოდიმირ ზელენსკიმ მმართველ პარტიას ახალი მინისტრთა კაბინეტი წარუდგინა

პარტია „ხალხის მსახურის“ ფრაქციის ლიდერის, დავით არახამია ცნობით, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ახალი მინისტრთა კაბინეტი წარადგინა.

განახლებულ მთავრობაში პირველი ვიცე-პრემიერის თანამდებობას ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრი, მიხაილ ფედოროვი დაიკავებს;

თავდაცვის მინისტრად დენის შმიგალის დანიშვნა იგეგმება;

ეკონომიკის სამინისტრო, ეკოლოგიის სამინისტრო და აგრარული პოლიტიკის სამინისტროს ერთ უწყებად გაერთიანება იგეგმება, რომელსაც ალექსეი სობოლევი უხელმძღვანელებს;

ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ვიცე-პრემიერად ოლგა სტეფანიშინას ნაცვლად ტარას კაჩკას დანიშვნა იგეგმება;

სოციალური პოლიტიკის სამინისტრო სოციალური პოლიტიკის, ოჯახისა და ერთიანობის სამინისტრო გახდება, რომელსაც დენის ულიუტინი უხელმძღვანელებს;

ენერგეტიკის სამინისტროს გერმან გალუშჩენკოს ნაცვლად სვეტლანა გრინჩუკი უხელმძღვანელებს. თავად გალუშჩენკო კი იუსტიციის მინისტრი გახდება;

კულტურის მინისტრის კანდიდატურა ამ მომენტისთვის არ არის შერჩეული.

აღნიშნულთან დაკავშირებით, კენჭისყრა 17 ივლისის საპარლამენტო სხდომაზე იგეგმება.

იტვირთბა....