ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ომის არ გვეშინია, მთელი ცხოვრება გამოწვევების წინაშე ვდგავართ. დრუზების უფლებების დაცვა ჩვენს პრიორიტეტს წარმოადგენს” – სირიის პრეზიდენტი

ომის არ გვეშინია, მთელი ცხოვრება გამოწვევების წინაშე ვდგავართ. დრუზების უფლებების დაცვა ჩვენს პრიორიტეტს წარმოადგენს, – ამის შესახებ სირიის პრეზიდენტმა, აჰმედ ალ-შარაამ განაცხადა.

„ჩვენ ომის არ გვეშინია. მთელი ცხოვრება გამოწვევების წინაშე ვდგავართ და ჩვენს ხალხს ვიცავთ, მაგრამ სირიელების ინტერესები ქაოსსა და ნგრევაზე წინ დავაყენეთ“ – განაცხადა სირიის პრეიზდენტმა.

მისივე თქმით, ისრაელმა განხორციელებული თავდასხმებით მიზანში ამოიღო სამოქალაქო და სამთავრობო ობიექტები.

შეგახსენებთ, რაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) სირიის დედაქალაქ დამასკოში საჰაერო დარტყმა განახორციელეს. მათ იერიში პრეზიდენტის სასახლის მახლობლად მიიტანეს.

იერიშის ფარგლებში დაიბომბა სირიის თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის შენობა.

იტვირთბა....