საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ საქართველო აფერხებს სომხური ტვირთის ტრანზიტს საქართველოს გავლით რუსეთში, ასევე, ტვითების ტრანზიტს რუსეთიდან სომხეთში.
როგორც ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, “სომხური ტვირთების დაბლოკვა არღვევს საუკუნოვანი მეგობრობის სულისკვეთებას – ეს ახლავე უნდა შეწყდეს.”
“სომხური ტვირთების ტრანზიტის დაბლოკვა არღვევს ქართულ-სომხური საუკუნოვანი მეგობრობის სულისკვეთებას. საქართველო ნამდვილი პარტნიორი უნდა იყოს და არა ზეწოლის ინსტრუმენტი. ასეთი ქმედებები აზიანებს ნდობას და რეგონის ეკონომიკურ სტაბილურობას. ეს ახლავე უნდა შეწყდეს“.- წერს ზურაბიშვილი.

