ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“სომხეთის სურვილია, გახდეს ევროკავშირის წევრი” – ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ სომხეთი ისწრაფვის ევროკავშირის წევრობისკენ.
მისივე თქმით, თუ ქვეყანას ევროკავშირში არ მიიღებენ, ის მაინც მიაღწევს ევროპული სტანდარტების დონეს.

ჩვენს ევროპელ კოლეგებთან ერთად დავაფიქსირეთ, რომ ეს რთული პროცესია, რომელიც ყველა წევრის თანხმობას მოითხოვს. ქვეყანამ გარკვეული სტანდარტები უნდა დააკმაყოფილოს.
არსებობს ორი ვარიანტი: ქვეყანას ან მიიღებენ ევროკავშირში, ან არა. რომც არ მიიღონ, სომხეთი ევროპული სტანდარტების დონეს მიაღწევს.” – აღნიშნა ფაშინიანმა.

შეგახსენებთ, 14 ივლისს, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ევროკომისიის პრეზიდენტ ურზულა ფონ დერ ლაიენს და საბჭოს პრეზიდენტ ანტონიუ კოშტას შეხვდა.

ევროკავშირის ლიდერებმა სომხეთს მხარდაჭერა დაუდასტურეს და გამოთქვეს მზადყოფნა მომავალი პარტნიორობის.

შეხვედრაზე ევროკავშირის წევრებმა სომხეთის რეფორმები განიხილეს და მოიწონეს ნაბიჯი, ევროინტეგრაციის დაწყების შესახებ. ასევე მხარდაჭერა გამოუცხადეს ქვეყნის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ხაზი გაუსვეს სავიზო ლიბერალიზაციისთვის საჭირო პროგრესს.

იტვირთბა....