ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“თუ პუტინსა და სხვებს აინტერესებთ, რა მოხდება 51-ე დღეს, ვურჩევდი, აიათოლას დაურეკონ”- ლინდსი გრემი ტრამპის 50-დღიან ულტიმატუმზე

თუ პუტინს და სხვებს აინტერესებთ, რა მოხდება 51-ე დღეს, ვურჩევდი, რომ აიათოლას დაურეკონ, – ამის შესახებ ამერიკელი სენატორი, ლინდსი გრემი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის განცხადება ნატო-ს მეშვეობით უკრაინაში ამერიკული წარმოების იარაღის გაგზავნის შესახებ, სასიამოვნო ამბავი იყო.

გუშინდელი განცხადება ნატოს მეშვეობით უკრაინაში ამერიკული წარმოების იარაღის – ევროპელების დაფინანსებით – გაგზავნის შესახებ სასიამოვნო ამბავი იყო.

ასევე მნიშვნელოვანი იყო მისი განცხადება, რომ თუ საბრძოლო მოქმედებები 50 დღეში არ დასრულდებოდა, ის 100%-მდე ტარიფებს დააწესებდა იმ ქვეყნებზე, რომლებიც იაფ რუსულ ნავთობს ყიდულობენ და პუტინის საომარ მანქანას უჭერენ მხარს – რაც პუტინს ყველაზე მტკივნეულ ადგილას დაარტყამს.

თუ პუტინს და სხვებს აინტერესებთ, რა მოხდება 51-ე დღეს, მე ვურჩევდი, რომ აიათოლას დაურეკონ.

მე რომ ვიყო ქვეყანა, რომელიც იაფ რუსულ ნავთობს ყიდულობს და პუტინის საომარ მანქანას უჭერდეს მხარს, პრეზიდენტ ტრამპის სიტყვას ვენდობოდი.” – წერს ამერიკელი სენატორი.

იტვირთბა....