ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

უვიზო რეჟიმი “შერჩეულ ქართველ ოფიციალურ პირებს“ შეუჩერდეთ – 5 ქვეყნის საგარეო მინისტრების რეკომენდაცია

უვიზო რეჟიმი “შერჩეულ ქართველ ოფიციალურ პირებს“ შეუჩერდეთ – ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იან ლიპავეცკი, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოჰან ვადერფული, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟე და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი კიასტუტის ბურდისი წერილით მიმართავენ ევროკავშირის ვიცეპრეზიდენტსა და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასს, გაფართოების საკითხებში ევროკომისარს მარტა კოსსა და ევროკომისარს შინაგან საქმეთა და მიგრაციის საკითხებში, მაგნუს ბრუნერს.

როგორც წერილის ავტორები, წერენ, მნიშვნელოვანია სწორი გზავნილი როგორც “ქართულ ოცნებასთან”, ასევე ქართველ ხალხთან, “რომ ამ რეკომენდაციების შეუსრულებლობა გამოიწვევს სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ამოქმედებას და მთელი პასუხისმგებლობა დაეკისრება მმართველ პარტიას.

მინისტრებს 15 ივლისის საბჭოს წინ გაუგზავნეს და სთხოვეს, რომ ვინაიდან “საქართველოში არსებული მდგომარეობის გაუარესება საჭიროებს ევროკავშირის შემდგომ ერთობლივ მოქმედებას” საგარეო მინისტრების საბჭოს სხდომაზე, კომისიას წარუდგინონ კონკრეტული ვადა (მაგ. 2025 წლის 30 სექტემბერი).

იტვირთბა....