ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ჩვენ ახლავე უნდა ვიმოქმედოთ და მოვამზადოთ სანქციები იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებმაც ქართველი ოპოზიციონერი ლიდერების დაკავებაში მიიღეს მონაწილეობა – ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი

ჩვენ ახლავე უნდა ვიმოქმედოთ და მოვამზადოთ სანქციები იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებმაც ქართველი ოპოზიციონერი ლიდერების დაკავებაში მიიღეს მონაწილეობა – აღნიშნულის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კიასტუტის ბუდრისმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრამდე ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა.

“ვხედავთ, რომ საქართველოში სიტუაცია კიდევ უფრო უარესდება და ჩვენი მხრიდან ქმედებების ნაკლებობა სიტუაციას დამატებით სტიმულს მატებს. სწორედ ამიტომ, ჩვენ ახლავე უნდა ვიმოქმედოთ და მოვამზადოთ სანქციები იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებმაც ოპოზიციონერი პოლიტიკური ლიდერების დაკავებაში მონაწილეობა მიიღეს. ვხედავთ იმ სისხლის სამართლის საქმეებს, რომლებიც მათ წინააღმდეგ აღიძრა და ეს სრულიად მიუღებელია. ჩვენი მხრიდან ამას სანქციებით, რეჟიმზე ზეწოლითა და პოლიტიკური იზოლაციით უნდა ვუპასუხოთ“ – განაცხადა კიასტუტის ბუდრისმა.

იტვირთბა....