პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების მორიგი გავრცელება-ერთ-ერთმა საინფორმაციო პორტალმა ელექტრონული ფოსტით სავარაუდოდ საზოგადოებისთვის ცნობილი ორი ადამიანის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები მიიღო.
შეგახსენებთ, 2016 წლის მარტში გავრცელებული კადრების საქმეზე სამართალდამცველებმა ხუთი პირი დააკავეს, ერთი მათ საკუთარი ნებით ჩაბარდა.
ისინი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის არიან დაკავებული, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით.