ცესკო-ს თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს სახელმწიფო დაცვა 2026 წლის იანვრამდე გაუხანგრძლივეს – ამის შესახებ განკარგულებაშია ნათქვამი, რომელსაც ხელი ირაკლი კობახიძემ მოაწერა.
“გიორგი კალანდარიშვილს დაენიშნოს/გაუგრძელდეს სახელმწიფო დაცვა შესაბამისი წინაპირობებიდან გამომდინარე საჭიროების გასვლამდე, 2026 წლის 1 იანვრამდე პერიოდში, სახელმწიფო დაცვის მინიმალური სტანდარტების შესაბამისად.
დაცვის ღონისძიებათა განხორციელება უზრუნველყოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა”. – წერია განკარგულებაში.

